ახალი ამბები
ქუთაისის ბაგა-ბაღის ყოფილმა ხელმძღვანელმა მერიას სასამართლო პროცესი მოუგო
FaceBook
გაერთიანებას კაკურიას სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა დაევალა.

ქუთაისის ბაგა ბაღების გაერთიანების ერთ-ერთი ფილიალის გათავისუფლებულმა ხელმძღვანელმა ნანა კაკაურიამ, ააიპ დაწესებულებას სასამართლო პროცესი მოუგო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბრძანება, რომლითაც ნანა კაკურია თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ბათილად ცნო.

"მოსამართლის გადაწყეტილებით, ააიპ გაერთიანებას ნანა კაკურიას დაუყოვნებლივ აღდგენა დაევალა. ასევე, გაერთიანებამ კაკურიას უნდა აუნაზღაუროს იმ დღის თანხა, როცა აქცია გაიმართა და მას ხელფასი დაუქვითეს", - ამბობს ნანა კაკურიას ადვოკატი, რობიზონ ხურცილავა.

ადვოკატის განმარტებით, ნანა კაკურიას სამსახურში აღდგენის პროცედურა ხვალიდან დაიწყება.

გაასაჩივრებენ თუ არა საქალაქო სასამრთლოს გადაწყვეტილებას ქუთაისის ააიპ დაწესებულებაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას 2 კვირის შემდეგ, მას შემდეგ მიიღებენ, როდესაც სასამართლოს განაჩენი ოფიციალურად ჩაბარდებათ.


Print