ახალი ამბები
ეს არის დასაწყისი - ქუთაისის მერიამ ISO სერთიფიკატი მიიღო
FaceBook
ქუთაისის მერიას თვითმმართველობებს შორის ISO სერთიფიკატი მიენიჭა. ქალაქის მერს, მუნიციპალიტეტის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, მართვისთვის საერთაშორისო დონის სერთიფიკატი საქართველოში SAI GLOBAL-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გურამ ფერიშვილი გადასცა.

"სერთიფიკატის მიღება უფრო ადვილია, ვიდრე მისი შენარჩუნება. ქუთაისის მერიამ ეს დაიმსახურა, მაგრამ ახლა უფრო და უფრო მეტის გაკეთება მოუწევს, ერთ დონზე არ უნა გაჩერდეს", - აღნიშნა სერთიფიკატის გადაცემის დროს, გურამ ფერიშვილმა.

მართვის ელექტრონული სისტემაზე გადასვლა, სწორი მენეჯმენტი, ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩატარებული საკადრო რეორგანიზაია - ეს ის საკითხებია, რის გამოც,  ქალაქის მერის განცხადებით, ადგილობრივ თვითმმართველობას მაღალი დონის სერთიფიკატი გადასცეს.

"ქუთაისის მერია პირველია ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის, რომელსაც აღნიშნული სერტიფიკატი მიენიჭა. როცა ქუთაისის მერიაში მოვედი, მენეჯმენტი ნულის დონეზე დამხვდა. ახლა კი, ყველა უყურებთ რა დონეზე ვართ. ადგილობრივ თვითმმართველობაში მენეჯმენტის საკითხს დაესვა საბოლოოდ წერტილი, რადგან ამაზე ფაქტი მეტყველებს. ის, რომ ქუთაისის მერიას აქვს კარგი მენეჯმენტი, ეს არა მარტო ქუთაისის დონეზე, არამედ საერთაშორისოდ არის აღიარებული. თუმცა, ჩვენი ოპონენტები თავიანთ სათქმელს მაინც იტყვიან, ეს არის მათი საქმე," - განაცხადა შოთა მურღულიამ.

ქალაქის პირველი პირის განცხადებით, ISO სერთიფიკატის მინიჭება მერიაში დასაქმებული გუნდის ერთობლივი დამსახურებაა.

საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაცია (ISO) მსოფლიოში უმსხვილესი საერთაშორისო სტანდარტების გამცემი ორგანიზაციაა. ISO -ს წევრია 161 ქვეყანა, რომელთაც კოორდინირებას უწევს ჟენევაში (შვეიცარია) მდებარე ცენტრალური სააგენტო.



Print