ახალი ამბები
მოგზაურთა კლუბი "თეთნულდის" აღმოჩენილ მღვიმეს ბუნებრივი ძეგლის სტატუსი მიენიჭება
FaceBook
"მურადის მღვიმე" კლუბის წევრებმა 2014 წელს რაჭაში აღმოაჩინეს.

მოგზაურთა კლუბი "თეთნულდის" ინფორმაციით ბუნებრივი ძეგლის სტატუსი მიენიჭება "მურადის მღვიმეს", რომელიც კლუბის წევრებმა 2014 წელს ექსპედიციის შედეგად რაჭაში აღმოაჩინეს.

"ჩვენი მიზანი მიღწეულია, ყინული დაძრულია და სახელმწიფო დაიწყებს ამ მღვიმეზე ზრუნვას, თან რაჭის ტყეს დაცულ ტერიტორიად გამოაცხადებენ," - აცხადებს სოციალური ქსელით მოგზაურთა კლუბი "თეთნულდის" წევრი, არჩილ გეგენავა.

"მურადის მღვიმისთვის" ბუნებრივი ძეგლის სტატუსი მიენიჭების ინიციტივა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკუთვნის. სამინისტროს ინფორმაციით, რაჭის და ერუშეთის დაცული ტერიტორიების დაარსება იგეგმება.

მინისტრის, გიგლა აგულაშვილის განმარტებით, რაჭის და ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნის მიზანი უნიკალური ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების დაცვა და შენარჩუნებაა.

პროექტს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) ერთად ახორციელებენ.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროა (BMA).


Print