ახალი ამბები
ქუთაისის მერია თანადაფინანსების წესს ცვლის
FaceBook
ცვლილება პროგრამა "კორპუსს" შეეხო

ქუთაისის მერიის პროგრამა "კორპუსში" ცვლილება შევიდა.

ცვლილება, პარაპეტებისა და წყალსაწრეტი მილების მოწყობა-რეაბილიტაციის პროგრამას შეეხო.

ადგილობრივი თითმმართველობის ინიციატივით, პროგრამის ფარგლებში გაიზარდა  თანადაფინანსების პრინციპი.

ამიერიდან, მოსახლეობას პარაპეტებისა და წყალსაწრეტი მილების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის მხოლოდ 10%-ის გადახდა მოუწევს.

ამ დრომდე, მოსახლეობა პროგრამაში მონაწილეობისთვის თანხას 80%-20%-თან პრინციპით იხდიდა.

Print