ახალი ამბები
მაისიდან მესხიშვილის თეატრში სტუდენტებსა და მოსწავლეებზე ბილეთები ფასდაკლებით გაიცემა
FaceBook
ქუთაისის მესხიშვილის თეატრი ახალი ინციატივით გამოდის.

თეატრში სტუდენტებსა და მოსწავლეებზე ბილეთები ფასდაკლებით გაიცემა. ეს წესი პირველი მაისიდან ამოქმედდება.

"სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის ბილეთები ფასდაკლებით გაიცემა როგორც დიდ, ასევე მცირე სცენაზე გამრთულ სპექტაკლებზე"- აღნიშნავენ მესხიშვილის თეატრში.

სტუდენტებისთვის ბილეთებზე ფასდაკლებები თბილისის რამდენიმე თეატრში უკვე მოქმედებს.
Print