ახალი ამბები
ქუთაისი მერის ინიციატივა - კიკვიძის ძეგლის ადგილზე გოგებაშვილის ძეგლი დაიდგას
FaceBook
ინიციატივით ქუთაისის მერი დღეს ქართული ენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე გამოვიდა.

"გამოვდივარ ინიციატივით, როდესაც გადაწყდება კიკვიძის ძეგლის აღების საკითხი, მის ადგილზე დაიდგას იაკობ გოგებაშვილის ძეგლი "-  განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ დღეს ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, დედაენის ძეგლთან გამართულ ღონისძიებაზე.

ქუთაისის ცენტრალურ ტერიტორიაზე მდებარე წითელი არმიის სარდლის ვასილ კიკვიძის ძეგლის აღებას არასამთავრობო ორგანიზაციისა და საზოგადოების ნაწილი ბოლო რამდენიმე წელია ითხოვს. აღნიშნული მოთხივნით ვასილ კიკვიძის ძეგლი წარწერით"ჩამომიღეთ" არაერთხელ შეღებეს წითლად. თუმცა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ქუთაისის მერია განმარტავდა, რომ კიკვიძის ძეგლს "ქამრების შემოჭერის" გამო ვერ აიღებდნენ.

"ასე რომ, ის ძეგლი ადგილზე რომ იყოს, ქვეყანა არ ინგრევა. სახელს არ ვიტყვი, მაგრამ თუკი ცხარა წელი იმ ძეგლს უყურებდა, ეს ერთი წელიც მოითმინოს", - განმარტა ერთი წლის წინ ქუთაისის მერმა "ქუთაისიპოსტთან" საუბარში. რის შემდეგადაც, ქალაქის მერს არასამთავრობო ორგანიზაციამ "ევროპა ჩვენი სახლია" ძეგლის აღება უსასყიდლოდ შესთავაზა.

"ის ადგილი ცარიელი ვერ დარჩება. ამიტომაც ვიდრე სამაგიერო არ იქნება შერჩეული, მანამ არ მოხდება ამ ძეგლის აღება", - განმარტეს არასამთავრობო ორგანიზაციის შეთავაზებაზე ქუთაისის მერიაში.
Print