ახალი ამბები
"მოსამართლის მხრიდან დაფიქსირდა არაეთიკური და კანონშეუსამაბო ქმედება" - საია-ს ანგარიში
FaceBook
"არა მხოლოდ მოსამართლე, ადვოკატიც და პროკურორიც იცინოდნენ"

"მოსამართლის მხრიდან დაფიქსირდა არაეთიკური და კანონშეუსამაბო ქმედებები, რაც ზიანს აყენებს სასამართლოს ავტორიტეტს", - ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა მიერ სისიხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიშში, რომელიც გასულ წელს განხორციელდა.

ანგარიშის მიხედვით, სასამართლო პროცესზე დაფიქსირდა მოსამართლის მხრიდან თავშეუკავებელი ქმდება ადვოკატისა და თარჯიმნის მიმართ.

"როდესაც ბრალდებულს ელაპარაკებოდა თარჯიმანი, არა მხოლოდ მოსამართლე, ადვოკატიც და პროკურორიც იცინოდნენ", - აღნიშნულია ანგარიშში.

საია-ს მიერ წარმოებული მონიტორინგის განმავლობაში მხარეებისა და სასამართლოს მხრიდან არა ერთ სხდომაზე გამოვლინდა, ერთი მხრივ არაეთიკური და მეორეს მხრივ, კანონშეუსაბამო ქმედებაც.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ანგარიში წარმოდგენილია 1090 სხდომის დაკვირვების შედეგად, რომელიც თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში გაიმართა.

საია სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიშს 2011 წლიდან ახორცილებს. ამ პერიოდში მოხდა საზოგადოებისთვის რვა ანგარიშის წარდგენა. აღნიშნული მონიტორინგი ხორციელდება აშშ საერთაშოროსო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროქტის "კანონის უზენესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLOG) მეშვეობით.


Print