ახალი ამბები
საია-ს ანგარიშში პარლამენტარისთვის პიჯაკის შემოხევის საქმეც მოხვდა
FaceBook
საია-ს წარმომადგენლის განმარტებით, დაუსაბეუთებელია თუ რატომ მიიღო მოსამართლემ ბრალდებულების პატიმრობა.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანაგრიშში მოხდვა, საპრლამენტო უმრავლესობის დეპუტატისთვის ე.წ. პიჯაკის შემოხევის შემთხვევაც, რის გამოც სასამართლომ სამ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულები "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები გახლდნენ.

საია-ს წარმომადგენლის, გოგა ხატიაშვილის განმარტებით, მათთვის სრულიად დაუსაბეუთებელია თუ რატომ მიიღო მოსამართლემ ბრალდებულების პატიმრობა.

"საიამ გამოითხოვა სასამართლოს განჩინება, რომელიც ცალსახად დაუსაბუთებელია. სასამართლო ზოგადად უთითებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველზე და არ საუბრობს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც ადასტურებს აღკვეთის ღონისძიების მიზნების შეუსრულებლობის საფრთხეებზე", - განაცხადა ანგარიშის წარდგენის დროს გოგა ხატიაშვილმა. 

"თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები 2015 წლის 2 ნოემბერს პარლამენტთან რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე მომხდარ ინცინენტთან დაკავშირებით დააკავეს. "თავისუფალი ზონის" წევრებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, დავით ლორთქიფანიძის მიმართ გამოვლენილი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ედავებოდნენ.



ამავე თემაზე:

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თავისუფალი ზონის წევრებს პატიმრობა შეუფარდა

„თავისუფალი ზონის“ წევრები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
Print