ახალი ამბები
გაიზარდა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მაჩვენებელი - საია-ს ანგარიში
FaceBook
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის თებერვლიდან ამავე წლის ოქტომბრის ჩათვლით, მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. ანგარიშის წარდგენა საიას ქუთაისის ფილიალში მოხდა.

დაუსაბუთებელი გირაოს შემთხვევები, სასამართლოს გამართვის უზრუნველყოფა, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა ქცევა სასამართლო პროცესზე, მხარეეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი, არასათანადო მოპყრობის აკრძალვა და ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის არსებითი განხილვა - ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელიც გასული წლის 9 თვის საიას მონოტორინგის ანგარიშში მოხვდა.

ანგარიშის თანახმად, გაიზარდა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების პროცენტული მაჩვენებელი გირაოსა და პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში. ასევე, ანგარიშში მოხსენიებულია, რომ პროკურატურას, თითქმის ყველა შემთხვევაში, არ მიჰქონდა ინფორმაცია სასამართლოში ბრალდებულის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

"მაგრამ, მაინც აყენებდა შუამდგომლობას გარაოს გამოყენების თაობაზე. მართალია, სასამართლო ხშირად ცდილობდა თავად დაედგინა ბრალდებულის ქონებრივი და ფინანსური შესაძლებოლებები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ასეთი გამორკვევის შემთხვევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება იყო დასაბუთებული", - განაცხადა სისხლის სამართლის პროცესების ანაგარიშის ავტორმა, გოგა ხატიაშვილმა.

საია-ს ანგარიშში, ასევე მოხვდა ოჯახური ძალადობის დანაშაულთან დაკავშირებით ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდება. საია-ს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სასმართლომ კონკრეტულ შემთხევაში ბრალდებულს შეუფარდა გირაო ისეთი ოდენობით, რომელიც ვერ იქნებოდა ბრალდებულის ქცევის შემაკავებელი.

"ამით მოსამართლემ პოტენციური საფრთხე შეუქმნა ძალადობის მსხვერპლი ქალების სიცოცხლესა და ჯანმართელობას", - განაცხადა ხატიაშვილმა.

ზემოთ აღნიშნული ანგარიში წარმოდგენილია 1090 სხდომის დაკვირვების შედეგად, რომელიც თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში გაიმართა.

საია სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიშს 2011 წლიდან ახორცილებს. ამ პერიოდში მოხდა საზოგადოებისთვის რვა ანგარიშის წარდგენა. აღნიშნული მონიტორინგი ხორციელდება აშშ საერთაშოროსო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროქტის "კანონის უზენესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLOG) მეშვეობით.

Print