ახალი ამბები
ქუთაისის მერიას ავტოსერვისების მომსახურების ცენტრებთან შეთანხმებაში ადანაშაულებენ
FaceBook
"თავისუფალი საქართველოს" ზემოთაღნიშნულ განცხდებას ადგილობრივ თვითმმრთველობაში არასერიოზულს უწოდებენ.


"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულია ქუთაისის მერიას ქალაქში არსებული ავტოსერვისების მომსახურების ცენტრებთან შეთანხმებაში ადანაშაულებს, რის გამოც წულაიას განცხადებით, ქალაქში გზის საფარის რეაბილიტაცია შეგნებულად ჭიანურდება.

"მგონი, მერია ე.წ. "პროფილაკტიკებთან" არის შეკრული, რათა მათ მეტი მუშაობა ჰქონდეთ. სწორედ, ამიტომ ამდენი ხანი სჭირდება ქალაქის სხვადასხვა უბნებში გზის საფარის მოწესრიგებას", - ამბობს გოგი წულაია.

"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს, ქუთაისში მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის წინ გადათხრილი გზის საფარი გააპროტესტეს. 

"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქალაქის ხელმძღვანელობამ უნდა აიძულოს იმ კომპანიას გზის საფარის მოწესრიგება, რომელმაც წყლის ახალი მილების ჩადების შემდეგ, გზის საფარი უყურადღებოდ დატოვა.

"დიახაც რომ წესით, მერიამ უნდა აიძულოს ყველა კომპანიას თავიანთი ვალდებულების შესრულება, რომ ქალაქში ამდენი გადათხრილი ქუჩები არ იყოს. თუკი ასე მოიქცევიან ყოველდღე, ყოველკვირას მოვუწოდებ, რომ მერიამ ეს გააკეთოს," - აცხადებს გოგი წულაია.

"თავისუფალი საქართველოს" ზემოთაღნიშნულ განცხდებას ადგილობრივ თვითმმრთველობაში არასერიოზულს უწოდებენ.
Print