ახალი ამბები
"თუ დაივიწყე ენა ქართული" - ვიქტორინა წერეთლის უნივერსიტეტში
FaceBook
ვიქტორინა სახელწოდებით "თუ დაივიწყე ენა ქართული " სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.
ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიქტორინა ჩატარდა. ვიქტორინა სახელწოდებით "თუ დაივიწყე ენა ქართული" სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

"უნივერსიტეტში ვიქტორინა უკვე მეექვსე წელია ტარდება. ვიქტორინაზე ყოველთვის დიდი არის სტუდენტების ინტერესი და მონდომება,"- განაცხადა წერეთლის უნივერსიტეტის ქართული ენის მიმართულების სპეციალისტმა, თამარ ნინიძემ.

წერეთლის უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ვიქტორინაზე სტუდენტების აქტიურობა სახელმწიფო ენის მნიშვნელობაზე მიუთითებს.

"ქართული ენის სიყვარული ქართველისთვის სისხლხორცეულად აუცილებელია,"- განაცხადა წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, შალვა კირთაძემ.

ვიქტორინაზე "თუ დაივიწყე ენა ქართული " გამოვლინდება სამი გამარჯვებული გუნდი, რომლებიც აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში, 14 აპრილს სახელმწიფო ენისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან.

14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება.
Print