ახალი ამბები
ჩვენი სამყაროს გარდაქმნა - ქუთაისში მდგრადი განვითარების მიზნებზე იმსჯელეს
FaceBook
რეგიონებში მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის საკითხებზე იმსჯელეს ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.
შეხვედრა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) და საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ მომზადებული პროექტის ფარგლებში განხოციელდა. პროექტის სახელწოდებაა "ინკლუზიური დიალოგის გაგრძელება 2015 წლის შემდგომი განვითარების დღის წესრიგის იმპლემენტაციის საშუალებებთან დაკავშირებით". 

"განვიხილვთ იმ მიზნებს, რომლებიც შემუშვებულია გაეროს გნვითარების პროგრამის მიერ. ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროექტში ყველა მოთამაშის ჩართვა, ბიზნესის, თვითმმარველობების და სამოქალაქო საზოგადოების,"- განაცხადა სიდას წარმომადგენელმა, ქეთევან ბერაძემ.

მისი თქმით, 2015 წლის 25 სექტემბერს, გაეროს 193 წევრი ქვეყნა, მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე "ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის" შეთანხმდა. ინიციატივა მიზნად ისახავს მსოფლიოს ყველა ქვეყანში ცხოვრების დონის ამაღლებას.

გაეროს შეთანხმების 17 მიზანი ხელმომწერმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ შემდეგი 15 წლის განმავლობაში და გაატარონ შესაბამისი რეფორმები. 

საქართველო, სხვა ქვეყნების მსგავსად განხორციელებს 13 მიზანს, რომლების ქვეყნის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს.

როგორც, შეხვედრაზე განაცხადეს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში აქტიურად მონაწილებს ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობები, საქართველოს გაეროს წარმომადგენლობა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნესი.

პროექტი, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მიერ არის დაფინანსებული, საქართველოს ხუთ ქალაქში გაიმართება.



Print