ახალი ამბები
არის თუ არა ოჯახი მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობა? - ინიციატივის განხილვა ქუთაისში
FaceBook
არ არის გამორიცხული, საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს

საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლში, ცვლილების შეტანის შესახებ, ინიციატივის საჯარო განხილვები ქუთაისში დასრულდა.

ოჯახის, როგორც მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ქორწინების საკონსტიტუციო დონეზე დაფიქსირების შესახებ, მმართველი გუნდის ინიციატივის განხილვა ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა.

ამის შემდეგ, დეპუტატები, ინიციატივის კანონის სახით მიღების საკითხს განიხილავენ.

კონსტიტუციაში, ოჯახის დეფინიციის ჩაწერაზე დეპუატატები, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში იმსჯელებენ.
საკონსტიტუციო ცვლილებას 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.

იმ შემთხვევაში, თუ საჭირო ხმები ვერ მოგროვდა, არ არის გამორიცხული, საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს, რაც, სავარაუდოდ საპარლამენტო არჩევნების პარალელურად მოხდება.

საქართველოს კონსტიტუციის 36–ე მუხლში წერია, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას, თუმცა, ინიციატივის ავტორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი ერთსქესიანთა ქორწინების საფრთხეს არ გამორიცხავს.

კონსტიტუციაში, ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის ქორწინების დაფიქსირების შესახებ ინიციატივა, პარლამენტში 80-მა დეპუტატის ხელმოწერით ცოტა ხნის წინ დარეგისტრირდა.

Print