ახალი ამბები
ქუთაისის მერიის წინ მინი-შადრევანს აღადგენენ
FaceBook
აღდგენითი სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, დაზიანებული ე.წ. წყლის სოკის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მინი-შადრევანს ადგილობრივი ბიუჯეტიდან, შადრევნების ექსპლოატაციისთვის განკუთვნილი თანხით აღადგენენ, რისთვისაც 300 ლარი დახარჯება.

ქუთაისის მერიის წინ, მინი-შადრევანი რამდენიმე კვირის წინ დაზიანდა. მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ გაურკვეველია ვინ და რა ვითარებაში დააზიანა შადრევანი.

Print