ახალი ამბები
"ვინ უკეთ წერს" - კონკურსი წერეთლის უნივერსიტეტში
FaceBook
კონკურსი სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსი ჩატარდა. კონკურსი სახელწოდებით "ვინ უკეთ წერს" სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

როგორც კონკურსის ორგანიზატორებმა განაცხადეს, კონკურსში მონაწილეთა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, გაორმაგებულია.

"სასიხარულოა, რომ კონკურსში არა მარტო ფილოლოგიის და ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები მონაწილეობენ, არამედ ფილოსოფოსები, მათემატიკოსები და სხვა ფაკულტეტის სტუდენტები," - განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, შალვა კირთაძემ.

კონკურსში "ვინ უკეთ წერს" სტუდენტებს უნდა დაეწერათ ნაშრომი თემაზე" ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დასაცავად".

კონკურსში გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც წერეთლის უნივერსიტეტში 14 აპრილს, სახელმწიფო ენისადმი მიღვნილი კვირეულის დასკვნით ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან.



Print