ახალი ამბები
NDI-ის კვლევით, საქართველოში გამოკითხულთა 42%-ის მდგომარეობა გაუარესდა
FaceBook
ცხოვრების პირობები   მხოლოდ 10% -ისთვის გაუმჯობესდა

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, მოსახლეობის 42%-ის მდგომარეობა გაუარესდა.
გამოკითხულთა 47% თავს იგივე მდგომარეობაში გრძნობს. ცხოვრების პირობები კი მხოლოდ 10% -ისთვის გაუმჯობესდა.

"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" 2016 წლის მარტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარადგინა.

კვლევა საქართველოს მასშტაბით 23 თებერვალიდან 14 მარტის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.

კვლევის ფარგლებში 3 900 ადამიანი გამოიკითხა.


Print