ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს წევრებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვები დაასაჩუქრეს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, მოადგილეებთან ერთად,  ლეიკემიით დაავადებულ 12-მდე ბავშვს, მათი სურვილების საფუძველზე, სხვადასხვა საჩუქრები გადასცა.


"უფროსი თაობა აუცილებლად მიადევნებს თვალყურს, რომ ეს ბავშვები იზრდებოდნენ რწმენის და იმედის სამყაროში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, რადგან ეს იყო ჩვენი პირადი ხარჯებით გაკეთებული საქმე,"- განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა.

"მათ ყოველთვის უნდათ დახმარება და ძალიან მიხარია, რომ ასე გაულამაზეს ეს დღე ბავშვებს,"- აღნიშნეს მშობლებმა.
Print