ახალი ამბები
წყალმომარაგების კომპანიის გათავისუფლებული თანამშრომლის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ციცინო კიკვიძე განაჩენს დღეს, 18:00 საათზე გამოაცხადებს.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტის ყოფილი თანამშრომლის, ქეთი კივიძის საქმეზე მოსამართლე განაჩენს დღეს გამოიტანს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ციცინო კიკვიძე განაჩენს დღეს 18:00 საათზე გამოაცხადებს.

ქეთი კიკვიძემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი კომპანიის წინააღმდეგ მას შემდეგ შეიტანა, რაც ის გასული წლის ოქტომბერში სამსახურიდან გაათავისუფლეს. კიკვიძის განმარტებით, ის რეორგანიზაციის სახელით უკანონოდ გაუშვეს. საქმის პირველი მოსმენა მიმდინარე წლის დასაწყისში მოხდა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ კომპანიაში კადრების ოპტიმიზაცია მოხდა.

Print