ახალი ამბები
ქუთაისის მერი - კიკვიძის ძეგლს "ქამრების შემოჭერის" გამო ვერ ავიღებთ
FaceBook
ქუთაისის მერია, ე.წ. ზასტავაზე მდებარე ვასილ კიკვიძის ძეგლს "ქამრების შემოჭერის" გამო ვერ აიღებს. ამის შესახებ ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტა. მურღულიას თქმით, თუკი განსაკუთრებული საჭიროება არ არსებობს, ხარჯები უნდა შემცირდეს.
"ასე რომ, ის ძეგლი ადგილზე რომ იყოს, ქვეყანა არ ინგრევა. სახელს არ ვიტყვი, მაგრამ თუკი ცხარა წელი იმ ძეგლს უყურებდა, ეს ერთი წელიც მოითმინოს", - განმარტავს ქუთაისის მერი.
ვასილ კიკვიძის ძეგლის აღებას არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს წარმომადგენლები ითხოვენ.
თეკლე მორგოშია
Print