ახალი ამბები
NATO-ს კვირეულის ფარგლებში ხონში ჭადრაკის სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა
FaceBook
NATO-ს კვირეულის ფარგლებში ხონში ჭადრაკში სასკოლო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრები გაიმართა.

ჭადრაკის ჩემპიონატი სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა.

ტურნირში პირველ ადგილზე ხონის პირველი საჯარო სკოლა გავიდა, მეორე ადგილის მფლობელი მესამე საჯარო სკოლა, მესამე ადგილი კი სოფელ კონტუათის საჯარო სკოლას ერგო.

ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილეს, ბექა წვერავას ღონისძიების ორგანიზატორებმა სიმბოლური საჩუქარი გადასცეს.

სპორტული ღონისძიება ხონის ჭადრაკის სახლში ერთ კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში საჯარო სკოლების 8 გუნდი იყო ჩართული.

ჭადრაკის ჩემპიონატი საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მხარდაჭერით განხორციელდა.
Print