ახალი ამბები
NDI-ის კვლევა: საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია
FaceBook
გამოკითხულთა 40% თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია, 26% კი ამბობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან ცუდია.



"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) ახალი კვლევის თანახმად, საქართველოში მოსახლეობის აზრით, ქვეყნის ამჟამინდელი მდგომარეობა ცუდია. ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ასეთ შეფასებას გამოკითხულთა 40% აძლევს, 26% კი ამბობს, რომ  ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან ცუდია.

გამოკითხულიდან 2% არ იცის როგორია საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა, 26% აზრით კი საშუალო. გამოკითხულიდან მხოლოდ 2% მიაჩნია, რომ კარგია, ხოლო 1% ძალიან კარგად თვლის.

საზოგადოების განწყობა საქართველოში - ამ სახელწოდებით კვლევის საველე სამუშაოები NDI-მ მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 14 მარტის ჩათვლით განახორციელა.

კვლევაში მონაწილეობა 3 900-მა ინტერვიუერმა მიიღო.

წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა. ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა მოხდა თბილისშიც.


კვლევის მიზანია ქვეყანაში ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბება, რომელიც უკეთ  იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.6%.

კვლევის შედეგები ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ.

Print