ახალი ამბები
საქართველოს მოსახლეობა 300 ლარის უპროცენტოდ სესხებას ვერ შეძლებს - NDI-ის კვლევის შედეგები
FaceBook
ორგანიზაციამ კვლევის საველე სამუშაოები მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 14 მარტის ჩათვლით განახორციელა.


შეკითხვაზე - თქვენს ოჯახს რომ მოულოდნელად დასჭირდეს 300 ლარის შოვნა, რომელიც არ აქვს, შეძლებთ თუ არა უპროცენტოდ ფულის სესხებას? - საქართველოს მოსახლეობის 65% ამბობს, რომ სასწრაფო საჭიროების შეთხვევაში, 300 ლარის უპროცენტოდ სესხებას ვერ შეძლებს. 3 900 ინტერვიუერიდან, მხოლოდ 31% თვლის, რომ 300 ლარის უპროცენტოდ სესხებას შეძლებს, ხოლო გამოკითხულიდან 4 %-მა არ იცის შეძლებს თუ არა.

ასეთი შედეგები აჩვენა საქართველოში NDI-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ. ორგანიზაციამ კვლევის საველე სამუშაოები მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 14 მარტის ჩათვლით განახორციელა. წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა. ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისშიც მოხდა.

საზოგადოების განწყობა საქართველოში - ასე ჰქვია კვლევას რომელიც NDI-მ განახორციელა. კვლევის მიზანია ქვეყანაში ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბება, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%-ია.

კვლევის შედეგები ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ.


Print