ახალი ამბები
„ხმა მიეცი თანასწორობას“- ქუთაისის გენდერის მედიაცენტრი პოლიტაკაში ქალების გააქტიურებისთვის
FaceBook
საქართველოს პარლამენტში, 150 დეპუტატიდან მხოლოდ 18 არის ქალი

ქუთაისის გენდერის მედიაცენტრმა, საპარლამენტო არჩევნებამდე 6 თვით ადრე, პოლიტიკაში ქალების გააქტიურების მიზნით, პოლიტკური პარტიების ქალ წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო.

პროექტის "ხმა მიეცი თანასწორობას" ფარგლებში, ქალი პოლიტკოსები თავიანთ შეხედულებებს გააცნობენ საზოგადოებას.

პროექტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო დოლიძესთან.
ნინო დოლიძის თქმით, ქალების ჩართულობა პოლიტიკაში არათუ მნიშვნელოვანი, არამედ, აუცილებელია.

პროექტს ახორციელებს "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" და ქუთაისის გენდერის მედიაცენტრი, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის IFES მხარდაჭერით.

საქართველოს პარლამენტში, 150 დეპუტატიდან მხოლოდ 18 არის ქალი. ამ მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს 185 ქვეყანას შორის 115-ე ადგილზეა.

Print