ახალი ამბები
თბილისის მერია ქუთაისს ელექტრონული მართვის პროგრამას უფასოდ სთავაზობს
FaceBook
მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის, ქუთაისისა და თელავის მუნიციპალიტეტებს შორის, ელექტრონული სისტემით მართვის გამოცდილების გაზიარების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი, ასევე ითვალისწინებს ელექტრონული მართვის ერთ-ერთი კომპონენტის - ერთიანი გეოსივრცითი მონაცემების ელექტრონული ფორმატით დანეგვას.

,,მემორანდუმი მოიცავს ელექტრონული მმართველობის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს ჩვენი ქალაქისთვის. ეს არის არქიტექტურის, ზოგადად გეოსაინფორმაციო სისტემებში იმ ყველაფრის დატანა, რა მომსახურებასაც ახორციელებს ქალაქი ქუთაისი",-ამბობს ქუთაისის მერი შოთა მურღულია.

ელექტრონული სისტემის ეს მიმართულება უკვე მოქმედებს თბილისის მერიაში. დედაქალაქის მერია იგივე პროგრამას ქუთაისს ხარჯების დაზოგვის მიზნით უფასოდ გადასცემს.

Print