ახალი ამბები
ქუთაისის მერიის ცენტრალურ შესასვლელს რეაბილიტაცია უტარდება
FaceBook
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 99 986 ლარია გამოყოფილი

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის ცენტრალურ შესასვლელში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურებაზე გადასვლასთან დაკავშირებთ, რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა მოქალაქეთა მისაღებს.

ასევე დაგეგმილია "უქიმერიონის" ადმინისტრაციულ ერთეულში  სველი წერტილის მოწყობა. 

მერიის ადმინისტრაციულ შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინდ. მეწარმე ნუგზარ მემარნიშვილი 99 986 ლარად ახორციელებს.

სარეაბილიტაცი სამუშაოები ორი თვის ვადაში უნდა დასრულდეს.


Print