ახალი ამბები
ქუთაისის მერი- ადრე ფული იყო, მაგრამ საქმე არ კეთდებოდა
FaceBook
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობა დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გეგემის მიხედვით წარმატებით ახორციელებს. ქალაქის პირველი პირის მტკიცებით, ადგილობრივი მთავრობის მიზანია საქმე დროულად და ხარისხიანად გაკეთდეს.
"ჩვენ გვაქვს ადამიანური რესურსი საკმარისად, რომ საქმე კარგად, დროულად და იმაზე უკეთ გაკეთდეს, ვიდრე აქამდე კეთდებოდა. ადრე ფული იყო, მაგრამ საქმე არ კეთდებოდა", - განაცხადა ქალაქის პირველმა პირმა, დღეს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ გასული წლის შესრულების ანგარიშის წარდგენაზე.
აღნიშნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წელს ქუთაისში გზების რებილიტაციაზე თანხები რეგიონული და მუნიციპალური განვითარების ფონდებიდან, ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა.
რეგიონული განვითრების ფონდიდან ქუთაისში 59 ქუჩის რეაბილიტაციისთვის 8 017 731 ლარი გამოიყო, ხოლო მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 39 ქუჩის კეთილმოწყობისთვის 4 848 174 ლარი დაიხარჯა.
თეკლე მორგოშია
Print