ახალი ამბები
ქუთაისის მერია გამოუყენებელ ავტომობილებს აუქციონზე ყიდის
FaceBook
აუქციონი 18 აპრილს დასრულდება

ქუთაისის მერია ექპსლოატაციაში ნამყოფ და ფუნქციურად გამოუყენებელ ავტომობილებს ყიდის. ავტომობილებთან, ერთად, მერია აუქციონს 9 აპრილის #2- სა და წერეთლის #21-ში არსებულ მეორად ნედლეულზე- ჯართზე აცხადებს. მათ შორის არის ძველი საქალაქო ტრანსპორტი (ავტობუსები, ტროლეიბუსები).

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ გვერდზე, ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შეძენის სურვილს, ორი პრეტენდენტი უკვე გამოთქვამს.

ერთ ტონა შავ ლითონს, ქუთაისის მერია 130 ლარად ყიდის.

შეძენილი ქონების წონის დადგენა აუქციონში გამარჯვებულ პირს ეკისრება.

ელექტრონული აუქციონი პირველ აპრილს დაიწყო და 18 აპრილს დასრულდება.

Print