ახალი ამბები
ქუთაისში ლუდის ბარი "ამბერკასი" იხსნება
FaceBook
ქუთაისში ლუდის მწარმოებელი კომპანია "აია" ქალაქის ცენტრალურ უბანში ახალი ლუდის ბარის გახნას გეგმავს.

ლუდის ბარი, სადაც 24 საათის განმავლობაში მოემსახურებიან, ოპერის თეატრის უკან იქნება განთავსებული.

ბარში მსურველებს ახალი ტექნოლოგიით დამუშავებულ ლუდ "აიას" შესთავაზებენ, რომელიც ქალაქში სიახლეა.

"მომხმარებლებს შევთავაზებთ ჩვენს ლუდსახარშში ახალი ტექნოლოგიით დამზადებულ, ნახევრადგაფილტრულ ლუდი ,,აიას". გარდა ამისა, ვგეგმავთ აქტიურად გავითვალისწინოთ მომხმარებელთა აზრი, თუ როგორი ლუდი სურთ - მოტკბო, უფრო ძლიერი თუ სხვა არომატით. საკუთარ მოსაზრებას ბარში მოსული მომხმარებელი იქვე დატოვებს," - განაცხადა ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელმა, ამბერკი დვალიშვილმა.

ბარი, სადაც ამჟამად დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს, რამდენიმე დღეში გაიხსნება.

Print