ახალი ამბები
106 ქუჩა 19 335 252 ლარად - ქუთაისის მერია გასული წლის ანგარიშს აბარებს
FaceBook
106 ქუჩა და მათი რეაბილიტაციისთვის დახარჯული 19 335 252 ლარი - ასეთია ის მონაცემები,
რომელიც ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურმა გასული წლის სამუშაოების პრეზენტაციისას წარმოადგინა.
სამსახურის მონაცემებით, 2014 წელს ქუთაისში გზების რებილიტაციაზე თანხები რეგიონული და მუნიციპალური განვითარების ფონდებიდან, ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა.
რეგიონული განვითრების ფონდიდან ქუთაისში 59 ქუჩის რეაბილიტაციისთვის 8 017 731 ლარი გამოიყო, ხოლო მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 39 ქუჩის კეთილმოწყობისთვის 4 848 174 ლარი დაიხარჯა.
ადგილობრივი ბიუჯეტით გასულ წელს ქუთაისში სულ 5 ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა, რასაც 396 234 ლარი მოხმარდა.
დეა მანაგაძე
Print