ახალი ამბები
"ტორპედოს" შემდეგ, "ვისოლმა" შესაძლოა "ლაგუნაზეც" უარი თქვას
FaceBook
კომპანიას ქუთაისის მერიასთან აღებული ვალდებულება 2017 წელს ეწურება


კომპანია "ვისოლმა“ ქუთაისში, „ტორპედოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ფიტნეს კომპლექსი „ლაგუნა ქუთაისი“ და ე.წ. კაუჩუკის მოედანი, შესაძლოა, გაყიდოს.

კომპანიას, ქალაქის ხელისუფლების წინაშე აღებული ვალდებულება, რომლის მიხედვითაც, "ვისოლი" ქუთაისის წყალბურთელთა გუნდს „ლაგუნაზე“ უფასო 2 საათიან მომსახურებას უწევს, 2017 წელს ეწურება.

ეს ვალდებულება "ვოსოლ ჯგუფმა“ 2010 წელს აიღო, როცა, საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" სიმბოლურ ფასად - 1 ლარად შეიძინა.

კომპანიამ კლუბზე უარი 2013 წელს თქვა, თუმცა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ე.წ. კაუჩუკის მოედანი და ფიტენს კომპლექსი დღემდე მის მფლობელობაშია.

მიუხედავად იმისა, რომ "ვისოლს" ქუთაისის მერიასთან აღებული ვალდებულების ამოწურვამდე ერთ წელზე მეტი რჩება, არსებული ინფორმაციით, კომპანია ქალაქის ხელისუფლებას მის საკუთრებაში არსებული ქონების შესყიდვას სთავაზობს.

უძრავი ქონების შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებით, "ლაგუნას" მენეჯერი ელიზბარ არქანია ადასტურებს, რომ ქალაქის მერიასთან აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

თუმცა, საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში.

სამაგიეროდ,"ვისოლ ჯგუფში" ქუთაისიპოსტს განუცხადდეს, რომ ქუთაისის მერიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ლაგუნას გასხვისებასთან დაკავშირებით.

"ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მხოლოდ ქუთაისის მერიასთან. ამ ეტაპზე სხვა ინვესტორზე ლაგუნას გასხვისების საკითხი ან განიხილება," - განუცხადეს "ქუთაისოპოსტს" "ვოსოლ ჯგუფში". 

კომპანია "ვისოლი“ ქუთაისში, ტორპედოს მიმდებარედ, ჯამში 2 ჰექტარ მიწას და მასზე დაშენებულ ინფრასტრუქტურას ფლობს.

Print