ახალი ამბები
ქუთაისის მერი 9 აპრილზე - ამ დღეს ჩაეყარა საფუძველი საქართველოს დამოუკიდებლობას
FaceBook
ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ასევე, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

"ძალიან მნიშვენლოვანი თარიღია 9 აპრილი. უახლოეს ისტორიაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ამ დღეს ჩაეყარა საფუძველი საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ერთის მხრივ დღესასწაული და მეორეს მხრივ, ტრაგიკული დღე, რადგან ათეულობით ადამიანი შეეწირა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობას", - განმარტა ქალაქის მერმა.

9 აპრილს დაღუპულების ხსოვნას, ასევე, პატივი მიაგეს იმერეთის მხარის გუბერნიის წარმომადგენლებმა. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად კი "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადენლებმა, წუხელ ფრანი გაუშვეს.

1989 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისას 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მომიტინგე დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.
Print