ახალი ამბები
თავისუფლებისკენ მიმავალი გზა არასდროს მთავრდება - თემურ ცამციშვილი
FaceBook
ქუთაისში ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" წევრებმა 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულებს პატივი მიაგეს.

"თავისუფლებისკენ მიმავალი გზა არასდროს მთავრდება. ძნელია იმის თქმა, იდეურად, როგორც ქვეყანამ, როდის დავიწყეთ ამ გზაზე სიარული, მაგრამ, ფაქტია, რომ 9 აპრილი არის ამ გზაზე ყველაზე დიდი ნაბიჯი, როგორც მტკივნეული, ასევე წარმატების კუთხით,"- აცხადებს "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თემურ ცამციშვილი.

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში საბჭოთა არმიამ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

Print