ახალი ამბები
ქუთაისში "არგოს" მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
FaceBook
პეტიციაზე 500 ხელმოწერაა საჭირო

ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე, კაფე-ბარ "არგოს" მშენებლობას აპროტესტებენ.

მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება ელექტრონულად დაიწყო.

1. გაუქმდეს ქალაქ ქუთაისის მერიის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა და შეწყდეს იმერეთის მეფეთა რეზიდენციის, "ოქროს ჩარდახის" მიმდებარე სკვერში კაფე–ბარ "არგოს" მშენებლობა.

2. გამოიძებნოს ფინანსური რესურსი სკვერის ფუნქციური დანიშნულების აღსადგენად და კეთილმოწყობის ღონისძიებების ჩასატარებლად", -წერია პეტიციის ტექსტში.

სულ 500  ხელმოწერაა საჭირო.

Print