ახალი ამბები
9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად ქუთაისში ფრანები გაუშვეს
FaceBook
9 აპრილის ტრაგედიიდან 27 წელი გავიდა.
თავისუფლებისთვის დაღუპულთა მემორიალთან ქუთაისში პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

ქუთაისში 9 აპრილის მემორიალზე, ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის და "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა, დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად ფრანი გაუშვეს. მემორიალთან ასევე, პერფორმანსი ჩატარდა.

"მემორიალთან ამ დროს მოსვლა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ღამე დაიწყო მაშინ ამ ადამიანების დარბევა. ამის გამოხატვა გვინდოდა სიმბოლურად", - განმარტეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა.

1989 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისას დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით ადამიანი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.
Print