ახალი ამბები
ქუთაისში ბოშათა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
FaceBook
ბოშათა დღე ქუთაისში წელს პირველად აღნიშნეს

ქუთაისში ბოშათა საერთაშორისო დღე აღინიშნა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, ბოშათა თემაზე ირმა შარიქაძის ფოტოების გამოფენა მოეწყო. დღესვე გაიმართა ბავშვთა ანსამბლის კონცერტი და ბოშათა სამზარეულოს დაგემოვნება.

ბოშათა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2009 წლის მონაცემებით, საქართველოში 1000-მდე ბოშა ცხოვრობს.

ბოშათა დღე ქუთაისში წელს პირველად აღნიშნეს.

Print