ახალი ამბები
იმერეთის მუნიციპალიტეტებმა ერთ მილიონ ლარამდე დაკარგეს
FaceBook
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა იმერეთის 6 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შეისწავლა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, იმერეთის 6 მუნიციპალიტეტის (საჩხერე, ჭიათურა, სამტრედია, ხარაგაული, ბაღდათი და წყალტუბო) 2012-2014 წლების ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა.

მონიტორინგის შედეგად აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა ერთ მილიონამდე ლარის დარღვევა გამოავლინა.

აუდიტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტმა დანაკარგები რამდენიმე სეგმენტში განიცადა. აუდიტმა ხარვეზები აღმოაჩინა სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებისას, ასევე სამუშაოების უხარისხოდ შესრულების, სახელშეკრულებო პირობების დარღვევის, სოციალური დახმარების გაცემისა და ააიპი გაერთიანებების დაფინანსების დროს.

მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების მონიტორინგის შედეგები, ქუთაისში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ წარმოადგინა. მისი თქმით, აუდიტის საქმიანობის მთავარი მიზანი არა ვინმეს დასჯა, არამედ ხარვეზების გამოვლენა და შედეგების საზოგადოებისთვის გაცნობაა.

ქუთაისში, აუდიტორული შემოწმების შედეგები "აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის" პროექტის ფარგლებში წარმოადგინეს.

Print