ახალი ამბები
ქუთაისში 9 აპრილი 8 აპრილს აღნიშნეს
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღეს ჩატარდა.

"დღეს, მართალია 8 აპრილია, მაგრამ რადგან 9 აპრილი შაბათია, ამიტომ დღეს ჩატარდა ღონისძიება. უნივერსიტეტში ტრადიციად გვაქვს, ყოველთვის ჩავატაროთ ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება" - ამბობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ლუკა დვალიშვილი.

ლუკა დვალიშვილმა უნივერსიტეტში გამართულ საჯარო ლექციაზე აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის 9 აპრილის ტრაგედიის მნიშვნელობის შეხსენება აუცილებელია, რადგან ბოლო დროს ამ დღისადმი ინტერესი არ შეიმჩნევა.

"9 აპრილი ქართველისათის დიდგორიცაა და ვატერლოოც, რადგან ეს არის უდიდესი სიხარულისა და წუხილის დღე. დღეს, თითქოს 9 აპრილის მომხდარი მოვლენისადმი ინტერესი გაქრა, რაც ყოვლად დაუშვებელია. ჩენ არ უნდა დავივიწყოთ 9 აპრილის გმირები" - ამბობს ლუკა დვალიშვილი.

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში საბჭოთა არმიამ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.


Print