ახალი ამბები
ქუთაისში ბოშათა საერთაშორისო დღე აღინიშნება
FaceBook
2009 წლის მონაცმებით,  საქართველოში 1000-მდე ბოშა ცხოვრობს

8 აპრილი ბოშათა საერთაშორისო დღეა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.

ღონისძიებები  ქუთაისის ცენტრალურ ბაღში 13:00 საათიდან დაიწყება.

დაგეგმილია ირმა შარიქაძის ფოტოგამოფენა ბოშათა თემაზე, კონცერტი ბავშვთა ანსამბლის მონაწილეობით და გამასპინძლება ბოშათა ეროვნული კერძებით.

ღონისძიებები, კულტურათა დიალოგის ინიციატივის ფარგლებში, "World Vision" იმერეთის სამხარეო განვითარების პროგრამისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 1989 წელს საქართველოში 1744 ბოშა იყო რეგისტრირებული.

"უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის" 2009 წლის კვლევის მიხედვით კი საქართველოში 1000-მდე ბოშა ცხოვრობს.

Print