ახალი ამბები
17-20 მარტს ქუთაისში ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული იქნება
FaceBook
მიმდინარე კვირაში სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს:


მაღალი ძაბვის ქვესადგურში "ქუთაისი 3" პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება შემდეგ ფიდერებს:
• 17 მარტს, 11:00-14:00 სთ - ფიდერი "N5ბ" (ი.ჭავჭავაძის ქ. ნაწ).
• 19 მარტს, 11:00-14:00 სთ - ფიდერი "N5ა" (და-ძმა ურდროპების, თავისუფლების, გამარჯვების, იმედაძის, კაკაბაძის, კეკელიძის, ლენინაკანის, შმიდტის, ჩიქოვანის ქ.).
• 20 მარტს, 11:00-14:00 სთ - ფიდერი "ტაო"; 14:00-17:00 - ფიდერი "ელმექანიკური 3" (გუგუნავას ქ. ნაწ.).

"18 მარტს მაღალი ძაბვის ქვესადგურში "ქუთაისი-I" დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება 8400-მდე აბონენტს ქუთაისის კახიანოურის, საფიჩხიისა და ქალაქ-მუზეუმის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე.
მომხმარებლების ენერგომომრაგების საიმედოობის გაუმჯობესების მიზნით სს "ენერგო-პრო ჯორჯია" მ/ძ ქვესადგურში "ქუთაისი-1" გამანაწილებელი მოწყობილობებზე გეგმიურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 -დან 17:00 საათამდე შეუწყდება ფოთის, ბაქოს, უზნაძის, ლომონოსოვის, ბაგრატიონის, ჩოდრიშვილის, ჩორგოლიანის, ლეონიძის, რაზმაძის, ანჯაფარიძის, ასათიანის, სინაურის, გვანცელაძის, რესპუბლიკის, დავითაშვილის, მჭედლიძისა და მიმდებარე ქუჩებს, ხოლო წერეთლის ქუჩას, აღმაშენებლისა და ჭავჭავაძის გამზირებს ნაწილობრივ. სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების ენერგომომარგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება," - აცხადებენ სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ფილიალში.

Print