ახალი ამბები
"დაამარცხე დიაბეტი" - 7 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება
FaceBook
დღეისათვის მსოფლიოში დიაბეტით დაავადებული 422 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.


7 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო დღე აღნიშნება, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა დაწესებული და ამ ორგანიზაციის დაარსების თარიღს ემთხვევა.

2016 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად მთავარ თემად, ჯმო-მ დიაბეტთან ბრძოლა აირჩია.

ორგანიზაციის მონაცემებით, დღეისათვის მსოფლიოში დიაბეტით დაავადებული 422 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება. მათ შორის, დაავადების შემთხვევების მატება დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში ფიქსირდება.

ჯმო-ს მიხედვით, მსოფლიოში 1,5 მილიონი გარდაცვალების შემთხვევის მიზეზი, სწორედ, დიაბეტი გახლდათ. აქედან, ამ შემთხვევების 80% დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებზე მოდის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დაავადებასთან საბრძოლველად კამპანიას "დაამარცხე დიაბეტი" ახორციელებს, რომლის მთავარი მიზანი მოსახლეობის ინფორმირებულობა და აქტიური ცხოვრების წესის პროპაგანდაა.

Print