ახალი ამბები
ქუთაისში საქართველო-ლატვიის რეგიონალური ეკონომიკური ფორუმი გაიმართა
FaceBook
ფორუმის ფარგლებში ქუთაისს ლატვიის 29 კაციანი დელეგაცია სტუმრობს

დღეს, ქუთაისში საქართველო-ლატვიის რეგიონალური ეკონომიკური ფორუმი გაიმართა. ფორუმს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ესწრებოდა.

ლატვიის მხრიდან კი ფორუმში მონაწილეობა მიიღო ლატვიის ქალაქ იელგავას მუნიციპალიტეტის მერმა ანდრიას რავინსმა და ლატვიის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ელიტა გაველემ.

ფორუმი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გახსნა.

ერთდღიან ფორუმზე, ქუთაისთან ერთად, ლატვიის ქალაქების ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა ერთმანეთში ბიზნესიდეებიც გაცვალეს.

ასევე გაიმართა სესია, სადაც მსჯელობა გაიმართა სხვადასხვა საზოგადოებრივი მიმართულებებით თანამშრომლობაზე. მათ შორის: ეკოლოგიურ ტრანსპორტზე, რძისა და რძის პროდუქტების წარმოებასა და ლატვიაში სოფლის მეურნეობის სპეციალისტების გადამზადებაზე.

ლატვიის საეჩოს წარმომადგენლებმა, ქართულ მხარეს, სოფლის მეურნეობის დარგში რჩევებიც გაუზიარეს.

ფორუმის ფარგლებში ქუთაისს ლატვიის 29 კაციანი დელეგაცია სტუმრობს.

Print