ახალი ამბები
"ცამციშვილმა განაჩენი კარგად წაიკითხოს" -ქუთაისის მერიის პასუხი "გირჩს"
FaceBook
თანხის არგადახდის შემთხვევაში, მერია ცამციშვილს სასამართლოში უჩივლებს

ქუთაისის მერია,  პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" ქუთაისის ოფისის ბრალდებებს პასუხობს. მერიაში აცხადებენ, რომ მერიის მოთხოვნა და ცამციშვილის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სხვადასხვაა, შესაბამისად, ცამციშვილი ამ შემთხვევაშიც ვალდებულია მოთხოვნილი თანხა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში  საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს.

"ცამციშვილმა გამოტანილი განაჩენი კარგად უნდა წაიკითხოს. მერია ედავება მას თვითმმართველობაზე მიყენებულ ზიანს, ხოლო,  სასამართლომ მას დაუწესა ჯარიმა სასჯელის სახით. თუ  ცამციშვილი დათანხმდება მერიისთვის მიყენებული ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურებაზე და გამოთქვამს სურვილს თანხის განწილვადებით გადახდაზე, მერია დაეთანხმება და განუწილადებს თანხას",-ნათქვამია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ტექსტში.

თემურ ცამციშვილმა დღეს, ქუთაისის მერიის წერილი გაასაჯაროვა, სადაც,  მერია "გირჩის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელისგან 6000 ლარის ერთი თვის ვადაში გადახდას ითხოვს.

Print