ახალი ამბები
ქუთაისის მერია თემურ ცამციშვილისგან 6000 ლარის გადახდას ითხოვს
FaceBook
პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" მომხდარს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს

ქუთაისის მერია პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელს 6000 ლარის გადახდას თხოვს. შესაბამისი წერილი პარტიის ოფისში უკვე მიიღეს. წერილში მერია თანხის დაფარვას 30 დღის ვადაში ითხოვს.

საქმე ეხება, ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ცამციშვილის მიმართ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 აპრილის განაჩენს, რომლის მიხედვითაც, თემურ ცამციშვილს, ჯარიმის სახით 6000 ლარის გადახდა დაეკისრა.

"გირჩის" ქუთაისის ოფისის ხელძღვანელი ამბობს, განაჩენს არ ეთანხმება, მაგრამ ამის მიუხედავად, თანხას ეტაპობრივად იხდის, როგორც მას აღსრულების ბიურომ განწილადების შედეგად დაუდგინა.

ამის პარალელურად კი, ქუთაისის მერიის მიერ იგივე თანხის გადახდის ვალდებულების დაკისრებას, ცამციშვილი არაკანონიერად მიიჩნევს და ფაქტს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.

"შოთა მურღულიამ ამ საქმით დაიწყო მისი კარიერა ქუთაისში და ამავე საქმით დაასრულებს. მისი მხრიდან ამ თანხის გადახდის მოთხოვნა არის პასუხი ჩვენ პოლიტიკურ გააქტიურებაზე და ამასთანავე არის არაკომპეტენტურობის გამოვლინება, რადგან, მერიას სასამართლოს გვერდის ავლით მსგავსი ვალდებულების დაკისება არ შეუძლია",-აბობს თემურ ცამციშვილი.

2012 წელს, თემურ ცამციშვილს, ქუთაისის მერია ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებდა. საქმის მიხედვით, ცამციშვილმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული საწვავით განსაზღვრულზე 20 კილომეტრით მეტი გაიარა.


Print