ახალი ამბები
ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებიდან 20 თანამშრომელი გაათავისუფლეს
FaceBook
"ეს არის ჯანმრთელი პროცესი და ნებისმიერი კერძო კომპანია საკუთარი საჭიროებების გათვალისწინებით ანახლებს ადამიანურ რესურსებს"


ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს.

"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, მედდები და სანიტრებიი სამსახურიდან ასაკის გამო დაითხოვეს, რომელთა რიცხვი 40-მდეა. სამედიცინო დაწესებულელები, საიდანაც თანამშრომლეთა გათავისუფლება მოხდა "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" საკუთრებას წარმოადენს.

"ევექსში" კლინიკიდან მედდებისა და სანიტრების გათავისუფლებას არ უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ ქუთაისის მასშტაბით შრომითი ხელშეკრულება მხოლოდ 20 თანამშრომელთან შეწყდა, რაც "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" საკუთრებაში მყოფი კლინიკებში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდა.

"ჯამურად ქუთაისის რეგიონის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში რეორგანიზაციის პროცესი შეეხო 20 ადამიანს, თითოეულთან კომუნიკაცია იყო დროული და კომპანიამ შრომის კოდექსით გათვალისწინებული ყველა იურიდიული ნორმა დაიცვა. ეს არის ჯანმრთელი პროცესი და ნებისმიერი კერძო კომპანია საკუთარი საჭიროებების გათვალისწინებით ანახლებს ადამიანურ რესურსებს," - განუცხადეს ქუთაისიპოსტს "სამედიცინო კორპორაცია ევექსში".

"სამედიცინო კორპორაცია ევექსში" აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს იმერეთის რეგიონში, მათ დაქვემდებარებულ კლინიკებში 66 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

ქუთაისის მსგავსად, თანამშრომელთა განთავისუფლება "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ბათუმის კლინიკებიდანაც მოხდა.




Print