ახალი ამბები
ქუთაისში ხუთი ცხენი აუქციონზე გასაყიდად მესამედ გაჰყავთ
FaceBook
"ცხენების ასაკი 20-25 წელს აღწევს, ამიტომ გადავწყიტეთ გავყიდოთ ხუთი ხანდაზმული ცხენი"
ქუთაისის საცხენოსნო კლუბ "იმედს" ხუთი ცხენი აუქციონზე გასაყიდან მესამედ გაჰყავს.

ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის მოვალეობის შემსრულებელი ნინო უჩაძე "ქუთაისიპოსტთან " საუბარში განმარტავს, რომ ცხენებს ხანდაზმულობის გამო ყიდიან.

"ცხენების ასაკი 20-25 წელს აღეწევს, ამიტომ გადავწყიტეთ გავყიდოთ ხუთი ხანდაზმული ცხენი და მათ ნაცვლად ვიყიდოთ ორი ან სამი ახალგაზრდა ცხენი "- განაცხადა ნინო უჩაძემ.

ნინო უჩაძის თქმით, ცხენების გასაყიდი ფასი სამხრაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა.

"ფასი მიზერული იყო, 300-დან 1000 ლარამდე. როდესაც ამ ფასად არ გაიყიდა, მივმართეთ მერიის შესაბამის სამსახურს, მათი მიერ შეფასებული თანხა მცირედით მეტი იყო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილ ფასებთან შედარებით, ამიტომ ვაპირებთ ცხენები გასაყიდად უაქციონზე მესამედ გავიყვანოთ"- განაცხადა ნინო უჩაძემ.

ქუთაისის საცხენოსნო კლუბ "იმედს" ამ დროისთვის 7 ცხენი ჰყავს.

Print