ახალი ამბები
ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურმა 2015 წლის ანგარიში წარადგინა
FaceBook
2015 წელს ობიექტების რეაბილიტაციისთვის 3 მილიონი ლარი დაიხარჯა. 

ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის წარმომადგენლებმა მუშაობის გასული წლის ანგარიში წარადგინეს.

შიდა ეზოებისა და სადარბაზოების კეთილმოწყობა, მარავალსართულიან კორპუსებში ლიფტების აღდგენა, სადარბაზოს შესასვლელი რკინა-ბეტონის კონსტრუქციის რეაბილიტაცია და პანდუსების მოწყობა (თანადაფინანსება: 90% თვითმმართველობა,10% მოსახლეობა); პარაპეტებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია, (თანადაფინანსება: 80% თვითმმართველობა, 20 % მოსახლეობა); "ღატაკი ოჯახი"-ის სტატუსის მქონე ოჯახების საცხოვრებელი სახლების გადახურვა და საბავშვო ატრაქციონების მოწყობის სამუშაოები - ეს ის ძირითადი ინფარსტრუქტურული ღონისძიებებია, რომელიც ზემოთაღნიშნულმა სამსახურმა პროგრამა "კორპუსის" ფარგლებში გასულ წელს განახორციელა.

მერიის საბინაო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ ნაკაშიძის განმარტებით, 2015 წელს სამსახურმა ქალაქს  461 რეაბილიტირებული ობიექტი ჩააბარა, რომლისთვისაც 3 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ნაკაშიძე განმარტავს, რომ მიმიდინარე წელს საბინაო სამსახური 5 მილიონი ლარის ინფრატსრუქტურული სამუშაოების განხორციელებას გეგმავს. 

"მიმდინარე წელს, უკვე გამოცხადდა ტენდერი ასზე მეტი ეზოს კეთილმოსწყობად. ვიმედოვნებთ, რომ 2016 წლის ანგარიში გაცილებით მასშტაბური იქნება", – განაცხადა ანგარიშის წარდგენის დროს ვლადიმერ ნაკაშიძემ.

Print