ახალი ამბები
ქუთაისის მერიის მოქალაქეთა მისაღებს რეაბილიტაცია უტარდება
FaceBook
სამუშაოებისთვის 99 986 ლარი დაიხარჯება

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, მოქალაქეთა განცხადებების მისაღებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ინდ. მეწარმე ნუგზარ მემარნიშვილი 99 986 ლარად ახორციელებს.

ქუთაისის მერიასა და საკრებულოში, მოქალაქეთა მიღების ე. წ. "ღია ფანჯრის" პრინციპზე გადასვლასთან დაკავშირებით, მერია რეაბილიტაციას  შენობის რამდენიმე ოთახს ჩაუტარებს. ასევე, დაგეგმილია "უქიმერიონის" ადმინისტრაციული ერთეულში სველი წერტილის მოწყობა.

"უქიმერიონში"  სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ თვეში, საკრებულოსა და მერიის ადმინისტრაციულ შენობაში კი ორი თვის ვადაში უნდა დასრულდეს.

ქუთაისის მერიამ სარეაბილტაციო სამუშაოებისთვის ერთეტაპიანი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

Print