ახალი ამბები
"არგოს" მშენებლობის შესაჩერებლად ქუთაისის მერს არასამთავრობო სექტორი ერთკვირიან ვადას აძლევს
FaceBook
ქუთაისში მოქმედი 10 არასამთავრობო ორგანიზაცია, ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე-ბარის მშენებლობას აპროტესტებს.

არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთობლივი წერილობითი მიმართვა ქალაქის მერს, შოთა მურღულიას გაუგზავნეს.

მიმართვაში, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვენ და მოუწოდბენ ქალაქის მერს, ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერის მოსაწესრიგებლად, რომელიც მათი თქმით, სავალალო მდგომარეობაშია, ტენდერი გამოაცხადოს.

მშენებლობის შესაჩერებლად მიმართვის ავტორები შოთა მურულიას ერთკვირიან ვადას აძლევენ.

ქუთაისში, ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონის პირას, ნავის ფორმის კაფე-ბარი "არგო" შენდება.

მშებელობას, რომელიც უკვე აქტიურ ფაზაშია, შპს "ანასტასია" ახორციელებს. კაფე-ბარის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხირდან, კაფე-ბარის მშენებლობის შეჩერების ერთკვირიანი ვადის შესახებ, ქუთაისის მერიაში კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.




Print