ახალი ამბები
ზესტაფონში ავტობანთან დამაკავშირებელი გზის 3 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცა დაიწყო
FaceBook
3 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია  2018 წელს უნდა დასრულდეს

"რეგიონალური განვითარების ფონდის" დაფინანსებით,  ზესტაფონის სოფელ არგვეთაში  გზის 3კილომეტრიანი მონაკვეთის  რეაბილიტაცია დაიწყო.

პირველ  ეტაპზე,  საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სოფელ არგვეთას 800 მეტრიან მონაკვეთს ჩაუტარდება, რისთვისაც "რეგიონალური განვითარების ფონდიდან"  145 ათასი ლარი დაიხარჯება.

ზესტაფონის  ერთ-ერთი მთავარი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი კი მომავალი წლიდან დაიწყება.

პროექტისთვის სულ ერთი მილიონი ლარია გამოყოფილი.

3 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია  2018 წელს უნდა დასრულდეს.

Print