ახალი ამბები
ქუთაისში, ჯიბლაძის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის გაუქმებას ითხოვენ
FaceBook
ჯიბლაძის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აკრძალვის მიზნით, ადგილობრივები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

ქუთაისში, ჯიბლაძის ქუჩაზე ადგილობრივი მცხოვრებლები ორმხრივი მოძრაობის გაუქმებას ითხოვენ.
ადგილობრივების განმარტებით, ორმხრივი მოძრაობა სააავარიო შემთხვევებს ქმნის.

"ვიწრო ქუჩაა და არ უნდა იყოს აქ ორმხრივი მოძრობა. ამის გამო ხშირად საავარიო სიტუაცია იქმნება. უნდა გადაწყვიტონ რომელი ქუჩიდან, წერეთლიდან თუ თამარ მეფის ქუჩიდან დატოვებენ ცალმხრივ შემოსასველს ", - ამბობს ადგილობრივი მკვიდრი, ციცინო ბოჭორიშვილი.

ჯიბლაძის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აკრძალვის მიზნით, ადგილობრივები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ, რომელსაც ქუთაისის მერიაში შეიტანენ.
Print